კონკურსის მიზანია საქართველოში აგრარული და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო სექტორების (უმაღლესი, პროფესიული) განვითარების ხელშეწყობა და წარმატებული სტუდენტების წარმოჩენა-პოპულარიზაცია.
2025 წელს საქართველოში აგრო-ლიგა ჩატარდება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის („საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის მოდერნიზაცია VET ფაზა 3”) ფარგლებში.
აგრო-ლიგის კონცეფციის ავტორი და ტექნიკური კომპონენტის განმახორციელებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია.