კოლეჯების აგრო-ლიგისათვის შექმნილი ტესტების ავტორ ორგანიზაციას, „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციას“ აგრარული სფეროს სპეციალისტების პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების მიმართულებით განხორციელებული აქვს შემდეგი სახის კვლევები და აქტივობები:

  • 2016 წელს USAID-SEAS პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ შეიქმნა პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება-გაძლიერებაზე ორიენტირებული აგრო-ტესტირების პროგრამა. იგი მოიცავს 2500-ზე მეტ ტესტ-კითხვას სოფლის მეურნეობის 12 დარგში. იგი გადაეცა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. აღნიშნული პროგრამის გამოყენებით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუძლია როგორც არსებული თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროცესის-პროგრესის შეფასება, ასევე ახალი კადრების აყვანისას მათი პროფესიული ცოდნის შემოწმება.
  • 2017 წელს USAID-REAP პროექტის მხარდაჭერით ორგანიზაციამ შექმნა აგროტესტირების ღია პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 1000-ზე მეტ ტესტ-კითხვას სოფლის მეურნეობის 12 პრიორიტეტულ დარგში. პლატფორმა ორიენტირებულია აგრარულ დარგებში ცოდნის გაღრმავებასა და დემონსტრირებაზე.
  • 2018 წელს ENPARD II პროექტის ფარგლებში განხორციელდა საჯარო მოხელეთა სატრენინგო საჭიროებათა კვლევა, ორგანიზაციის პლატფორმის საშუალებით. კვლევის ფარგლებში ქვეყნის 54-ვე მუნიციპალიტეტში მომუშავე ამ სამინისტროს სპეციალისტებს (254 სპეციალისტი) ჩაუტარდათ ტესტირება სოფლოს მეურნეობის 14 დარგში. ტესტირების შედეგების მიხედვით, დადგენილი იქნა თითოეული სამსახურისათვის საჭირო ტრენინგების თემატიკა. ტესტირებაში გამოყენებული ტესტ-კითხვები (2850 ტესტ-კითხვა) ორგანიზაციის ექსპერტების მიერ იქნა შედგენილი. ტესტირების შედეგები და საჭირო პრიორიტეტული სატრენინგო თემატიკის ჩამონათვალი გადაეცა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
  • 2019 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის („პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“) ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ ჩატარდა ფერმერთა სატრენინგო საჭიროებათა კვლევა საქართველოს სამ რეგიონში (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამცხე ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი). კვლევის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა აგრო-ტესტირების პლატფორმაში არსებული სტატისტიკური მონაცემები ტესტ-კითხვები.
  • 2021-2022-2023 წლებში ორგანიზაციის შემუშავებული კონცეფციის მიხედვით ჩატარდა ეროვნული აგრარული ოლიმპიადა, რომელიც ასევე ცოდნის დემონსტრირებაზე დაფუძვნებული კონკურსია.  ოლიმპიადაზე გამოყენებული იქნა ორგანიზაციის ექსპერტების მიერ შემუშავებული ტესტები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში,