აგრო-ლიგა ცოდნის დემონსტრირების კონკურსია, რომლის მიზანია საქართველოში აგრარული სფეროს პროფესიული განათლების სექტორის განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე მოხდება მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. ხოლო მეორე ეტაპზე კი დარეგისტრირებულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტესტირება, მათ მიერ წინასწარ შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში.
თითოეულ დარგში გამოვლინდება სამი საპრიზო ადგილის მფლობელი.
კოლეჯების აგრო-ლიგის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის ფასიანი პრიზები.
2022 წელს იგეგმება პროექტის საპილოტე ვერსიის განხორციელება და მის ფარგლებში ჩატარდება პროფესიული განათლების მქონე პირებისათვის მეხილეობის, მეფუტკრეობის და სატყეო საქმის დარგებში.
როგორც უკვე აღინიშნა, კონკურსისათვის შერჩეულ დარგებში აგრო-ლიგის გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები გამოვლინდებიან ტესტირების საშუალებით. თითოეული ტესტი შედგება 45 ტესტ-კითხვისაგან.
თითოეულ ტესტ კითხვას აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, საიდანაც მხოლოდ ერთია სწორი. სირთულის ხარისხის შესაბამისად, ტესტ-კითხვები რანგირებულია სამ კატეგორიად - "მარტივი", საშუალო სირთულის" და "რთული". სწორი პასუხის შემტხვევაში მიღებული ქულების რაოდენობას განსაზღვრავს კითხვის კატეგორია. "მარტივი" კატეგორიის კითხვებზე სწორი პასუხის შემთხვევაში მონაწილე იღებს 1 ქულას, "საშუალო სირთულის" კითხვებზე სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით, ხოლო "რთული" კატეგორიის კითხვაზე სწორი პასუხის შემთხვევაში მონაწილე იღებს 3 ქულას. თითოეულ ტესტში წარმოდგენილია 15 მარტივი, 15 საშუალო სირთულის და 15 რთული კატეგორიის ტესტ-კითხვა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს პროფესიულის სასწავლებლების აგრარული პროფილის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულ პირებს ან მოქმედ სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველებმა საჭიროა გაიარონ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე.
დარეგისტრირების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ სავარჯიშო ტესტირება და გაეცნონ ტესტების ნიმუშებს მათ მიერ შერჩეულ დარგებში.
პროექტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ, ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის ფინანსური ფასილიტაციით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის („საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის მოდერნიზაცია VET ფაზა 2”) ფარგლებში.
პროექტის პარტნიორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
დამატებითი ინფორმაციის მიზნით მოგვმართეთ:
ელ-ფოსტა: info.agroleague@gmail.com