აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროებში ცოდნის გაძლიერებასა და დემონსტრირებაზე დაფუძნებული კონკურსის - კოლეჯების აგრო-ლიგის კონცეფციის ავტორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია.
კონკურსი უკვე მეორედ ტარდება საქართველოში და მისი უმთავრესი მიზნებია:
- აგრარული სექტორის დასაქმების ბაზარის მიერ ყველაზე პროფესიული ცოდნის გავრცელება;
- საქართველოში აგრარული და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო სფეროების განვითარების ხელშეწყობა;
- წარმატებული სტუდენტების წარმოჩენა, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
2024 წელს აგრო-ლიგა ჩატარდება შემდეგ საკონკურსო დარგებში:
- მევენახეობა;
- მცენარეთა დაცვა;
- მეფუტკრეობა;
- სატყეო საქმე;
- მეხილეობა;
- ეკოლოგია-ბიომრავალფეროვნება.
აღნიშნულ დარგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაკალავრიატის სტუდენტებს;
- პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მსმენელებს.
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა დარეგისტრირება მოცემულ საკონკურსო პლატფორმაზე. რეგისტრაციის პროცესში აუცილებელია სწორად იქნას შევსებული ყველა სარეგისტრაციო ველი. რეგისტრაციისას არასრული ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროფილი წაიშლება და მონაწილეს გაეგზავნება შესაბამისი ინსტრუქციები იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც მის მიერ იქნა მითითებული რეგისტრაციის პროცესში.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია შემდეგი მნიშვნელოვანი წესები:
- მხოლოდ პლატფორმაზე დარეგისტრირებულ პირებს შეეძლებათ კონკურსში მონაწილეობა;
- კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ პირებს შეუძლიათ აირჩიონ მხოლოდ ერთი დარგი.
პლატფორმაზე დარეგისტრირების შემდეგ კონკურსის მონაწილეს საშუალება ექნება გაეცნოს სავარჯიშო ტესტებს და სასწავლო-შემეცნებით ლიტერატურას.
როგორც უკვე აღინიშნა, კონკურსი ტარდება ტესტირების საშუალებით.
ტესტები მომზადებულია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის ექსპერტების მიერ, შესაბამისი ფუნდამენტური სამეცნიერო ლიტერატურის და ბენეფიციარი სექტორების მიერ წარმოებული სპეციფიკური ლიტერატურული მასალების გამოყენებით.
თითოეულ საკონკურსო ტესტში წარმოდგენილია განსაზღვრული რაოდენობის ტესტ-კითხვები ოთხი სავარაუდო პასუხით (სამი არასწორი და ერთი სწორი). ტესტ-კითხვები სორტირებულია სამ კატეგორიად: მარტივი, საშუალო სირთულის და რთული.
მარტივი კატეგორიის ტესტებზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, საშუალო სირთულის ტესტებზე სწორი პასუხი - 2 ქულით, ხოლო რთული კატეგორიის ტესტ-კითხვაზე სწორი პასუხი კი ფასდება სამი ქულით.
კონკურსისათვის მომზადების პროცესში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ შესაბამისი სავარჯიშო პლატფორმით, სადაც დარგების მიხედვით მოცემულია კონკურსის ტესტირებისათვის განსაზღვრული ტესტების მსგავსი ტესტ-კითხვები. პლატფორმაზე ასევე განთავსებულია ტესტების შემუშავების პროცესში გამოყენებული ლიტერატურული რესურსები.
აგრო-ლიგა ჩატარდება 2024 წლის მაისში, დაბეჭდილი ტესტების საშუალებით, რამდენიმე ლოკაციაზე.
კონკურსის ჩატარების ზუსტი თარიღები მონაწილეებს ეცნობებათ მათ მიერ რეგისტრაციის პროცესში მითითებულ ელ-ფოსტებზე. გარდა ამისა, კონკურსის შესახებ სიახლეები განთავსდება როგორც მოცემულ საიტზე, ასევე აგრო-ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.
კონკურსის წესების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: info.agroleague@gmail.com