აგრო-ლიგა

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის მსგავსად, აგრო-ლიგა ცოდნის დემონსტრირებაზე დაფუძნებული კონკურსია და იგი ტარდება ტესტირების საშუალებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრარული პროფილის უმაღლესი და პროფესიული დაწესებულებების სტუდენტებს.

2025 წელს საქართველოში აგრო-ლიგა ჩატარდება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის ( საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სისტემების მოდერნიზება, (მე-3 ფაზა) ფარგლებში.

აგრო-ლიგის კონცეფციის ავტორი და ტექნიკური კომპონენტის განმახორციელებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია.

კონკურსის წესების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: info.agroleague@gmail.com

პროექტის მიზნები

  • აგრარული სფეროს განათლების სექტორის პოპულარიზაცია
  • წარმატებული სტუდენტების წარმოჩენა
  • სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი პროფესიების პოპულარიზაცია
  • აგრარული განათლების მქონე პირების დასაქმების ხელშეწყობა

სიახლეები & მედია

ორგანიზატორები